საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

TJES ჟურნალის სტატიათა კონკურსი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით

TalTech Journal of European Studies (TJES) ჟურნალმა გამოაცხადა ნაშრომთა მიღება სპეციალური ნომრისთვის, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებთან.


TJES არის ნახევარწლიური საერთაშორისო რეფერირებადი კვლევითი ჟურნალი, რომელსაც აქვს საერთაშორისო რედაქცია და ვრცელი საერთაშორისო სარედაქციო საბჭო. ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ში (Q2 - Law, Q2 - Sociology and Political Science, Q1 - History), Web of Science-სსა (Emerging Sources Citation Index) და სხვა შესაბამის მონაცემთა ბაზებში. 2020 წლიდან, ჟურნალის არეალი ეხება გაციფრებასა და ტექნოლოგიების დანერგვას და მათ გავლენას სოციალურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებში.

 

დაინტერესებულ ავტორებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ნაშრომები მისამართზე: archil.chochia@taltech.ee, 2023 წლის 30 სექტემბრამდე. პოტენციურმა ავტორებმა უნდა გამოიყენონ TJES-ის სტილის სახელმძღვანელო თავიანთი ნაშრომების მომზადებისას. ყველა ნაშრომი გაივლის საერთაშორისო რეცენზირებას, ხოლო ჟურნალის სპეციალური ნომრის გამოცემა 2023 წლის ბოლომდე იგეგმება.

 

თარიღი: 02/07/2023